Saturday, April 2, 2016

ზოგადი კითხვა

  • რა გავლენას ახდენს კულტურა ქვეყნის განვითარებაზე?

თემატური კითხვები

  • რისი თქმა შეუძლია ორნამენტებს ქვეყნის კულტურაზე?
  • რამდენად განსხვავებულია უძველესი და დღევანდელი ორნამენტები ერთმანეთისგან?
  • რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის კულტურის პოპულიზაცია მსოფლიოში და რაში დაგეხმარებათ ინგლისური ენის ცოდნა?

შინაარსობრივი კითხვები

  • როგორ არის ინგლისურად სიტყვა "ორნამენტი"?
  • რომელი გრამატიკული დროები დაგჭირდებათ წარსული ამბების გადმოსაცემად ?
  • რა ტერმინოლოგიის ინგლისურ ენაზე ფლობა დაგჭირდებათ კულტურული სახის ბუკლეტის გასაკეთებლად?

Sunday, March 13, 2016

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს დავადგინეთ პროექტის იდეის შესაბამისი სტანდარტები, ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე. შემდეგ მოვახდინეთ შესაბამისი მიზნებისა და ამოცანების გაწერა და ბლოგზე გამოქვეყნება, გავუგზავნეთ კოლეგებს კომენტარი ჩვენი მიზნებისა და სტანდარტების შესაბამისობაზე.დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები

მოსწავლეები შეძლებენ:

  • ინგლისური ენის გამოყენებას პროექტის დამუშავებისას.
  • ინფორმაციის (სურათების) მოძიებას ინტერნეტის საშუალებით, სხვა ქვეყნის(ამერიკის) ტრადიციული ორნამენტების და მათი მნიშვნელობების შესახებ.
  • ინფორმაციის, ორნამენტებიანი ნივთების და სურათების მოპოვებას (ინტერნეტში ან ზეპირი წყაროებიდან) და მათი მნიშვნელობის გაგებას და გაანალიზებას.
  • საკითხის დამოუკიდებლად გამოკვლევას,კითხვების დასმას და ამ კითხვებზე პასუხების მოძიებას.
  • მოპოვებული მასალის შედარებას, ანალიზს და თარგმნას ინგლისურ ენაზე.
  • საინფორმაციო ბუკლეტის ინგლისურ ენაზე დამზადებას.
  • შერჩეული აუდიტორიის წინაშე მოპოვებული მასალის პრეზენტაციას.

Saturday, March 12, 2016

ბუკლეტის შინაარსი


პროექტებით სწავლება

პროექტის საშუალებით  მოსწავლეები სასწავლო აქტივობებს დაუკავშირებენ რეალურ ცხოვრებას, უვითარებთ მათ მაღალი დონის საზროვნო უნარებს, ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში, ასევე იძლევა ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ეფექტურად გამოყენების საშუალებას.


მოსწავლეები მსჯელობენ და აღიქვამენ ინგლისურ ენაზე, ახდენენ ინფორმაციის კლასიფიცირებას.
უვითარდებათ კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი..
იდეებისა და აზრის გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით ინგლისურ ენაზე.
უვითარდებათ საინფორმაციო და ტექნოლოგიური უნარ ჩვევები.
მოსწავლეებს უვითარდებათ სამეტყველო ფუნქციები, ივსებენ ლექსიკურ მარაგს,ახდენენ საგნების აღწერა-დახასიათებას, შემდეგ მოპოვებულ ინფორმაციას ცვლიან ერთმანეთში.


 

მეორე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს გავიხსენეთ ბლოგის შექმნა და ბლოგში მუშაობა, განვიხილეთ ჩვენს მიერ შერჩეული პროექტების მოკლე შინაარსი, ასევე დავიწყეთ ბუკლეტზე მუშაობა. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო და გამოყენებადია სკოლაში ბავშვებთან პროექტზე მუშაობისას.

Friday, March 11, 2016

პროექტის იდეა

The meanings of pattarns. 

ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავლად გვხვდება მოქარგული ან მოხატული ორნამენტებიანი ნივთები, ხშირად მოგვიწონებია თავი კედელზე ჩამოკიდებული ხალიჩით, ანდა ტრადიციული ტანსაცმლით და ქუდებით ,რომლებზეც ამოქარგულია სხვადასხვა ფორმები, საგნები თუ მცენარეები და რომლებიც დიდი მოწონებით სარგებლობს ტურისტებში, მაგრამ ცოტა ჩვენგანმა თუ იცის, რომ თვითოეულ ხაზსა თუ ფიგურას თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს, მოსწავლეები მოიძიებენ ორნამენტებიან ნივთებს, შეადარებენ ერთმანეთს ძველ და შედარებით თანამედროვე ორნამენტებს, დააკვირდებიან ფორმების განვითარებას, შემდეგ სხვადასხვა წყაროდან(ზეპირი გამოკითხვა, ინტერნეტი,შესაბამისი ლიტერატურა) გაეცნობიან თვითოეული ფორმის, ფიგურის მნიშვნელობას.მოძიებულ მასალას თარგმნიან ინგლისურ ენაზე,  გამოუშვებენ ინგლისურენოვან საიმფორმაციო ბუკლეტს და გააკეთებენ პრეზენტაციას აუდიტორიის წინაშე. მოპოვებულ მასალას განათავსებენ ბლოგზე.